ჩვენს შესახებ

შპს „პეგას“ დაფუძნდა 2004 წელს და გახდა IRU-ს წევრი. კომპანია ,,პეგას” არის მსხვილი სატრანსპორტო კომპანია, რომლის კუთვნილებაშიც არის საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანები და აწარმოებს გადაზიდვებს, როგორც ექსპორტს, ასევე იმპორტს ევროპის, ამიერკავკასიისა და დსთ-ს ქვეყნებში. ჩვენი მთავარი პრინციპებია სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მუშაობა. აქედან გამომდინარე წარმატებით ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობასა და ზრდას. გამოცდილებამ და ჩვენი საქმიანობის სრულყოფამ საშუალება მოგვცა შეგვექმნა ტრანსპორტირების საუკეთესო მექანიზმი. ტვირთების გადაზიდვისას მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე ზრუნvამ როგორც უცხოელ, ისე ქართველ პარტნიორებთან შეგვიქმნა სანდო კომპანიის იმიჯი. კომპანია „პეგასის” კუთვნილებაში შედის 20 ევრო სტანდარტის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება. ჩვენი თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში შეუფერხებლად ასრულებენ ჩვენი მომხმარებლების შეკვეთებს.
Tracking Code